Thursday, June 9, 2016

ფსიქოაქტიური ნივთიერებები

გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის  თემა:
ფსიქოაქტიური  ნივთიერებები
სწავლების  საფეხური
საბაზო  საფეხური,  VIII  კლასი.
მოსწავლეთა  პროფილი
12 მოსწავლე
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
  მოსწავლე შეძლებს გააცნობიეროს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება. ინფორმაციის მოძიებას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და მის საწინააღმდეგო ჩვევების ეფექტურად გამოყენებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
    ფსიქოაქტიური ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების გაცნობიერება.  ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ ინფორმაციის მოძიება  ისტ  საშუალებით.  
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
1.დაასაბუთებს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემის მნიშვნელობას.
2.გაანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.
3.შეძლებს მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
4.შეძლებს მონაცემთა ანალიზს და შეფასებას.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, რომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება ნარკოტიკი, თამბაქო,ალკოჰოლი,   მარიხუანა    და  გარკვეული  ინფორმაცია აქვთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების  შესახებ .
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფლიფჩარტები, მარკერები, კომპიუტერული კლასი სლაიდი
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითები 3  წთ:
. A ფაზა (გამოწვევა) 10  წთ.
  გონებრივი  იერიში.
 მინი-ლექცია
   კლასს ვყოფ 4 ჯგუფად ჯგუფის დაყოფას ვახდენ შემდეგი პრინციპით: სტიკერებზე ვწერ ერთიანს, ორიანს, სამიანს, ოთხიანს ვყრი ყუთში და თითეული მოსწავლე იღებს სტიკერს ვთხოვ მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთნაირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად(ერთიანები ერთად, ორიანები ერთად, სამიანები ერთად, ოთხიანები ერთად. ამის შემდეგ  თითოეულ  ჯგუფს  ვაძლევ  დავალებას,რომელიც  წინასწარ  დაბეჭდილია  ფურცლებზე. ვთხოვ  თითოეული  ჯგუფიდან  გამოვიდეს  ერთი  მოსწავლე  და  აირჩიოს  დავალება.
დავალება  ითვალისწინებს    ინფორმაციის  მოძიებას ადამიანის  მავნე  ჩვევების  შესახებ,  კერძოდ:  
1 თამბაქოს  მოხმარება;
2. ნარკოტიკების  მოხმარება:
3. ალკოჰოლის მოხმარება:
4. მარიხუანას  მოხმარება.
დაამზადონ   მათი  საწინააღმდეგო  სააგიტაციო  მასალები  სლაიდების  სახით
B. ფაზა  (შინაარსის  რეალიზება)-25 წთ.

მოსწავლეები  ასრულებენ  დავალებას,  მართავენ  დისკუსიას აკეთებენ ანალიზს,  სლაიდსის პრეზენტაციას  საკლასო  ოთახში.

C.  ფაზა (გამთლიანება)-7 წთ.
მოვახდენ  დავალების  შეჯამებას  და ვაფასებ  მოსწაავლეებს.

No comments:

Post a Comment